შესაძლოა, უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშოს
შესაძლოა, უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშოს

თუ „დერბი ქაუნთი“ მეოთხე რაუნდის განმეორებით მატჩში „ნორთჰემპტონს“ დაამარცხებს, მეხუთე რაუნდში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შევხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უეინ რუნი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.

რუნი, რომელიც „იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა, ჩემპიონშიფის კლუბ „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მანამდე კი ამერიკული „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბ „დი-სი იუნაიტედში“ გამოდიოდა.

34 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2004-17 წლებში 559 მატჩი ჩაატარა და 253 გოლი გაიტანა.

ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის წყვილები ასე განაწილდა.

შეფილდ უენზდეი – მანჩესტერ სიტი

რიდინგი ან კარდიფ სიტი – შეფილდ იუნაიტედი

ჩელსი – შრუსბერი ან ლივერპული

ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი ან ოქსფორდ იუნაიტედი

ლესტერ სიტი – ქოვენთრი ან ბირმინგემი

ნორთჰემპტონი ან დერბი ქაუნთი – მანჩესტერ იუნაიტედი

საუთჰემპტონი – ტოტენჰემი ან ნორვიჩი

პორტსმუთი – ბორნმუთი ან არსენალი