თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გამოვიდა.73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე სპორტსმენი, ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ტატალაშვილი შვედ ტომი მაციასს შეხვდება, ხოლო შავდათუაშვილი მესამე ადგილის მოსაპოვებლად ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, 81 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.