მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთ Marca-ს ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასი.
ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ტერფის სტრესული მოტეხილობა დაუდგინეს. დაზიანება ჩუამენიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ საპასუხო ნახევარფინალის დროს მიიღო.
ნახევარმცველი ვერ ასწრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გამოჯანმრთელებას და ახლა კონცენტრირებულია იმაზე, რომ ჯანმრთელი შეხვდეს ევრო 2024-ს. ჩუამენი მოხვდა საფრანგეთის ნაკრების განაცხადში, მაგრამ მწვრთნელებს აქვთ უფლება, 7 ივნისამდე კორექტივები შეიტანონ სიაში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი“ 1 ივნისს შეხვდება „დორტმუნდს“.