ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი

10:29, 29.12.2024

ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ელოდებიან, რომელმაც განცხადება უნდა გააკეთოს.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა – „ორბელიანების სასახლეში ვარ, ღამესაც აქ ვატარებ, ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები“.

მსგავსი