სალომე ზურაბიშვილი – ორბელიანების სასახლეში ვარ, ღამესაც აქ ვატარებ, ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები

22:39, 28.12.2024

ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ხვალ გააცნობს მომდევნო დღეების გეგმასაც.

„მოგესალმებით, ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მსგავსი