ორბელიანების სასახლეში დღევანდელ შეხვედრას გახარიას პარტიიდან კახაბერ ქემოკლიძე და ნათია მეზვრიშვილი დაესწრებიან
ორბელიანების სასახლეში დღევანდელ შეხვედრას გახარიას პარტიიდან კახაბერ ქემოკლიძე და ნათია მეზვრიშვილი დაესწრებიან

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიწვევით დაანონსებულ საახალწლო მიღებას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, კახაბერ ქემოკლიძე და ნათია მეზვრიშვილი დაესწრებიან.

კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ნებისმიერი შეთანხმება ვერ შედგება ურთიერთკომუნიკაციისა და ერთმანეთთან საუბრის გარეშე.

„ჩვენი პარტიიდან ქალბატონი მეზვრიშვილი და მე ვიქნებით წარმოდგენილი დღევანდელ შეხვედრაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან წლის შემაჯამებელი ე.წ. საახალწლო მიღება, რომელზეც დასწრებას აპირებენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და ჩემი ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ზოგადად, ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის ზეპარტიულ საკითხებზე, ვერ შედგება ურთიერთკომუნიკაციისა და ერთმანეთთან საუბრის გარეშე. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ძალიან ნორმალური ინიციატივაა წარმოდგენილი“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას დღეს 19:00 საათზე გამართავს.