ოქტომბრის სასახლესთან დაპირისპირების შემდეგ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მაიდანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა
ოქტომბრის სასახლესთან დაპირისპირების შემდეგ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მაიდანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ოქტომბრის სასახლესთან დაპირისპირების შემდეგ, მხარდამჭერებს დამოუკიდებლობის მოედანზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკაონ. როგორც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, მისი გზა არის მშვიდობიანი, რაც ძალადობას გამორიცხავს.

სააკაშვილის თქმით, ოქტომბრის სასახლესთან მას პროვოკაცია მოუწყვეს, რომლის ავტორიც ხელისუფლებაა.

რაც შეეხება ოქტომბრის სასახლეს, ვითარება კვლავ დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რამდენჯერმე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენე.

ამასთან, როგორც უკრაინული ტელეკომპნიაზიკი“ იუწყება, ამჟამად ოქტომბრის სასახლეში კონცერტი მიმდინარეობს. შენობის შიგნით ასევე იმყოფებიან გვარდიელები და პოლიცილები. მათ სასახლეში შესასვლელი კარი ბლოკირებული აქვთ.

დატოვე კომენტარი