ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება გრძელდება - სანიოლმა ხოჭოლავა, ჩაბრაძე და მიქაუტაძე დაასვენა #1TVSPORT
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება გრძელდება - სანიოლმა ხოჭოლავა, ჩაბრაძე და მიქაუტაძე დაასვენა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გოგა ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

31 მარტი: საბერძნეთი საქართველო 1:1

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე:

გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

დაცვა:

გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო).

ნახევარდაცვა:

ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია).

თავდასხმა:

ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი).

საბერძნეთთან და კოსოვოსთან ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

9 ოქტომბერი, ბათუმი

20:00 საქართველო – საბერძნეთი

12 ოქტომბერი, პრიშტინა

22:45 კოსოვო – საქართველო