„ოქროს ბურთს“ ახალი მფლობელი ეყოლება - ნომინანტებში არცერთი ძველი გამარჯვებული არ არის #1TVSPORT
ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა გამოაქვეყნა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია გამოაქვეყნა.
პრესტიჟული პრიზის პრეტენდენტებს შორის არ აღმოჩნდა არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც მანამდე იყო „ოქროს ბურთის“ მფლობელი. ასე რომ, ჯილდოს ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მფლობელი ეყოლება.
ყველა ნომინანტი:
ოქროს ბურთი – ჯუდ ბელინგემი (რეალი/ინგლისი), უსმან დემბელე (პსჟ/საფრანგეთი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია), დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი), დენზელ დუმფრიზი (ინტერი/ნიდერლანდები), სერუ გირასი (დორტმუნდი/გვინეა), ვიქტორ დიოკერეში (არსენალი/შვედეთი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი/ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ/მაროკო), ჰარი კეინი (ბაიერნი/ინგლისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ/საქართველო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა/პოლონეთი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული/არგენტინა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი/არგენტინა), კილიან მბაპე (რეალი/საფრანგეთი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი/შოტლანდია), ნუნო მენდესი (პსჟ/პორტუგალია), ჟოაო ნევეში (პსჟ/პორტუგალია), მაიკლ ოლისე (ბაიერნი/საფრანგეთი), კოულ პალმერი (ჩელსი/ინგლისი), პედრი (ბარსელონა/ესპანეთი), რაფინია (ბარსელონა/ბრაზილია), დეკლან რაისი (არსენალი/ინგლისი), ფაბიან რუისი (პსჟ/ესპანეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული/ეგვიპტე), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული/ნიდერლანდები), ვინისიუსი (რეალი/ბრაზილია), ვიტინია (პსჟ/პორტუგალია), ფლორიან ვირტცი (ლივერპული/გერმანია), ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი).
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – მაილს ლუის-სკელი (არსენალი/ ინგლისი), როდრიგო მორა (პორტუ/პორტუგალია), ჟოაო ნევეში (პსჟ/პორტუგალია), ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი/თურქეთი), აიუბ ბუადი (ლილი/საფრანგეთი), პაუ კუბარსი (ბარსელონა/ესპანეთი), დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი), ესტევაო (ჩელსი/ბრაზილია), დიუნ ჰუისენი (რეალი/ესპანეთი).
საუკეთესო მეკარე – ალისონ ბეკერი (ლივერპული/ბრაზილია), იასინ ბონო (ალ ჰილალი/მაროკო), ლუკა შევალიე (ლილი/საფრანგეთი), ტიბო კურტუა (რეალი/ბელგია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინა), იან ობლაკი (ატლეტიკო/სლოვენია), დავიდ რაია (არსენალი/ესპანეთი), მატს სელსი (ნოტინგემ ფორესტი/ბელგია), იან ზომერი (ინტერი/შვეიცარია).
საუკეთესო მწვრთნელი – ანტონიო კონტე (ნაპოლი), ლუის ენრიკე (პსჟ), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბარსელონა), ენცო მარესკა (ჩელსი), არნე სლოტი (ლივერპული).
საუკეთესო კლუბი – ბარსელონა, ბოტაფოგო, ჩელსი, ლივერპული, პარი სენ-ჟერმენი.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 22 სექტემბერს პარიზში გაიმართება.