„ოქროს ბურთის“ ნომინანტებს 7 აგვისტოს დაასახელებენ #1TVSPORT
2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტები აგვისტოში გახდება ცნობილი.
ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ გამოაცხადა, რომ 7 აგვისტოს გამოაცხადებენ იმ ფეხბურთელების სახელებს, რომლებიც პრეტენდენტები იქნებიან წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე.
დაჯილდოვების ცერემონია 22 სექტემბერს, პარიზის „შატლეს“ თეატრში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელია „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი.