ოქროს ბურთი 2023: ქალთა „ბარსელონა“ წლის გუნდი გახდა #1TVSPORT
ოქროს ბურთი 2023: ქალთა „ბარსელონა“ წლის გუნდი გახდა #1TVSPORT

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს წლის საუკეთესო ქალთა გუნდი. პრიზი მიიღო „ბარსელონამ“, რომელმაც მოიგო ესპანეთის სუპერთასი (ფინალში 3:0 დაამარცხა „სოსიედადი“), ჩემპიონთა ლიგა (ფინალში მოუგო „ვოლფსბურგს“) და ლა ლიგა, რომელშიც 30 მატჩში 28 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ჩემპიონმა 85 ქულა დააგროვა და 118 გოლი გაიტანა.

პრიზის მისაღებად სცენაზე ავიდა „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა.