ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან. არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მბაპემ კი ერთი გოლის გატანა შეძლო.
ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 58 (29 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 50 (25 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 38 (19 გოლი x 2.0)
6. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 36 (18 გოლი x 2.0)
6. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 36 (18 გოლი x 2.0)
6. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 36 (18 გოლი x 2.0)
6. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 36 (24 გოლი x 1.5)
10. მბაიე დიანი (ქასიმფაშა) – 34.5 (23 გოლი x 1.5)
11. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
11. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17 გოლი x 2.0)
11. ნიკოლა პეპე (ლილი) – 34 (17 გოლი x 2)
11. დუვან საპატა (ატალანტა) – 34 (17 გოლი x 2.0)
11. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 34 (17 გოლი x 2.0)
11. სადიო მანე (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
18. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 32 (16 გოლი x 2.0)
18. ვისამ ბენ იედერი (სევილია) – 32 (16 გოლი x 2.0)
20. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 31.5 (21 გოლი x 1.5)
ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.