ოქრიაშვილმა გაიტანა, „ანორთოსისმა“ სპარინგი ფრედ დაასრულა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მორიგი ამხანაგურ შეხვედრა საკუთარ სტადიონზე 2 აგვისტოს გამართა – ქეცბაიას გუნდი დასრულებული სეზონის მესამეადგილოსანს, ნიქოზიას „აპოელს“ დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა.

ანგარიში „აპოელმა“ 27-ე წუთზე გახსნა, მაგრამ 3 წუთში „ანორთოსისმა“ წონასწორობა აღადგინა – საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილი წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა ლეგიონერმა უნაკლოდ შეასრულა. მას მეორე ტაიმშიც შეეძლო თავსი გამოჩენა, მაგრამ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი „აპოელს“ ჰქონდა, მაგრამ გიორგი ლორიამ თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და გუნდი გადაარჩინა.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 1:1. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა, მურთაზ დაუშვილმა კი ტრავმა მოირჩინა და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.