ოქრიაშვილის სუპერგოლი რუსეთის ჩემპიონატის 50 მოვლენაში მოხვდა (ვიდეო)
გამოცემა „სპორტმა“ რუსეთის ჩემპიონის 29-წლიანი ისტორიიდან 50 გამორჩეული მოვლენა გაიხსენა. ამ სიაში თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ეს გოლი „კრასნოდარში“ თამაშის დროს, 2016/17 წლების სეზონის მე-15 ტურის მატჩში გაიტანა. თორნიკე ოქრიაშვილის გუნდი პეტერბურგის „ზენიტს“ ხვდებოდა. მიმდინარეობდა მატჩის 94-ე წუთი, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა.
ამ დროს ოქრიაშვილი საჯარიმოს მისადგომებთან დახვდა „ზენიტის“ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს, „მაკრატელათი“ ბოლო წამებზე პეტერბურგელების კარი აიღო და გუნდს ულამაზესი გოლით სამი ქულა მოუტანა.
გამოცემა „სპორტის“ მიერ შერჩეულ 50 მოვლენაში მოხვდა გამორჩეული თუ კურიოზული გოლები, სკანდალური ფრაზები, კონფლიქტები, სასაცილო ეპიზოდები, გოლების თუ ჩემპიონობის უჩვეულო აღნიშვნები.