ონის მერი - საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე რიონის კალაპოტში
ონის მერი - საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე რიონის კალაპოტში

საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში, – ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.

როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 არის იდენტიფიცირებული და ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

„მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას და ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტების მერებს, ჩემს კოლეგებს გვერდში დგომისთვის და ჩვენი ხალხის გვერდში დგომისთვის. საძიებო სამუშაოები არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია“, – განაცხადა ხიდეშელმა.