„ომონიამ“ ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა [ვიდეო] #1TVSPORT
„ომონიამ“ ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე კვიპროსის „ომონიასთან“ თავი ვერაფრით გამოიჩინა, ორი მატჩის ჯამში 0:5 (0:1, 0:4) დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. კვიპროსულმა გუნდმა და მედიამ ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

წაგებით გამოწვეული იმედგაცრუების მიუხედავად, ქუთაისელმა ქომაგებმა მეტოქე გუნდის მიმართ პატივისცემა გამოხატეს და ფეხბურთელები მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს, რის გამოც „ომონიამ“ ოფიციალურ გვერდზე მათ მადლობა გადაუხადა.

სოციალურ ქსელში განთავსდა მოკლე ვიდეო წარწერით – „უდიდესი პატივისცემა „ტორპედოს“ გულშემატკივრებს“. „ომონიამ“ კვიპროსელებს ქართველი ქომაგების საქციელი აჩვენა, რომლებმაც კვიპროსის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა მიულოცეს.