ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში, ასევე ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით.
ბახმუტი დონეცკის ოლქში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომლის დაკავებას რუსეთის საოკუპაციო ძალები რამდენიმე თვეა, ცდილობენ.
ამას გარდა, როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტის 18 დეკემბრის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის ძალები ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროდან დანაყოფების გადაჯგუფებას ახორციელებენ, თუმცა ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, გაჰყავთ თუ არა ძალები.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება დონეცკის ოლქში დასახლება იაკოვლივკას დაკავების შესახებ იტყობინება.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მონაცემებით, რუსეთის ძალები და საოკუპაციო რეჟიმი სამედიცინო პერსონალისა და მასალების მწვავე დეფიციტს განიცდიან.