ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდი ოლივიე ჟირუ, შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად შოტლანდიის პრემიერლიგაში გადავიდეს.
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი ახლოს არის „რეინჯერსში“ გადაბარგებასთან. ირკვევა, რომ გლაზგოური გუნდი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჟირუმ შეიძლება ლონდონური კლუბი დატოვოს – მცირე სათამაშო დროა მოახლოებული ევრო 2020-ის წინ.
ადრე იწერებოდნენ იმის შესახებ, რომ ჟირუ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ინტერთან“ და ახლოს არის მილანელთა რიგებში გადასვლასთან.
ფორვარდი „ჩელსიში” „არსენალიდან“ გადავიდა 2018 წლის იანვარში. ტრანსფერის თანხმამ 17 მილიონი ევრო შეადგინა. „არისტოკრატთა“ რიგებში ჟირუმ 45 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ამდენიმე საგოლე პასი შეასრულა.
შოტლანდიის პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, „რეინჯერსი“ ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „სელტიკს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.