ოლივეირას მორიგი გამარჯვება აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე
ოლივეირას მორიგი გამარჯვება აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე

ბრაზილიელმა მებრძოლმა ჩარლს ოლივეირამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  სატიტულო ბრძოლას სულ უფრო უახლოვდება.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი საბრძოლო საღამო სან პაულოში გაიმართა. საკუთარი ფანების წინაშე ოლივეირამ ჯეარდ გორდონი ნოკაუტით დაამარცხა.

მიმდიანარე წელს ოლივეირამ უკვე მეორე ბრძოლა მოიგო ნოკაუტით. საღამოს მთავარი ბრძოლა კი ნახევრად-მძიმე წონით დივიზიონში გაიმართა.

პოლონელმა იან ბლაჰოვიჩმა ჟაკარე სოუზას, რომელსაც ამ წონით კატეგორიაში დებიუტი ჰქონდა, მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოუგო. მაურიციო რუასა და პოლ კრეიგის დაპირისპირება ფრედ დასრულდა.