ოლიმპიურ ფესტივალზე გიგანტურ სლალომში საქართველოს ღირსება სამმა სპორტსმენმა დაიცვა #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა დღეს გიგანტურ სლალომში სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ლევან ნაზღაიძემ ორი დაშვების ჯამში ტრასა 3:06.14 წუთში გაიარა და ასპარეზობა 61-ე ადგილზე დაასრულა.
ოთარ წულეისკირმა გიგანტურ სლალომში გამოსვლას 3:07.71 წუთი მოანდომა და საბოლოოდ 63-ე შედეგი აჩვენა.
მესამე ქართველმა ათლეტმა, ლუკა ბურდულმა კი ტრასა ბოლომდე ვერ გაიარა.