„ოლიმპიაკოსის“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
„ოლიმპიაკოსის“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის „ა“ ჯგუფის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ზეიდზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“, რომელმაც „შპანდაუ“ 13:8 დამაარცხა. „დუბროვნოკმა“ ყაზანის „სინთეზს“ უმასპინძლა და რვა ბურთის სხვაობით 18:10 მოუგო. „ბარსელონეტამ“ გასვლაზე მონტენეგროს „იადრანს“ დაძაბულ ბრძოლაში 13:12 სძლია. უნგრულმა „შოლნიკმა“ კი ბოლო ორ ტურში ზედიზედ ორი განცდილი მარცხის შემდეგ სპლიტის იადრანს 5:4 მოუგო.

ჩემპიონთა ლიგის „ბე“ ჯგუფის მატჩები დღეს გაიმართება, სადაც თბილისის „დინამო ასპარეზობს. ჩვენი გუნდის მეტოქე ფრანგული „მარსელია“, რომელიც გასული სეზონის „”EURIPIAN CUP-ის გამარჯვებულია. „მარსელის“ წინააღმდეგ შეხვედრას ტრავმის გამო ზუკა რურუა და ბექა ქავთარაძე გამოტოვებენ. მიმდინარე გათამაშებაში „დინამოს“ ჯერ არც ერთი მოგება არ აქვს. მარსელმა კი ჩატარებული ოთხი მატჩიდან ორის მოგება შეძლო. „მარსელისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება დღეს საფრანგეთში თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგტავაზებთ.

20.11.2020

23:30 მარსელი-თბილისის დინამო
23:30 მლადოსტი-ვასპო ჰანოვერი
23:30 პრო რეკო-ფერენცვაროში
23:30 ტერასა-ბუდაპეშტი