„ოლიმპიაკოსი“ VS „დინამო“ - წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა ტელესკოლაზე [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 20:15 საათზე წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ იქნება. მატჩი საბერძნეთში გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თბილისურ გუნდს ლიგაზე ამბიციური მიზანი აქვს, გასულმა სეზონმაც დაგვანახა დინამოელთა პროგრესი და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ჯგუფში მოხვდა, მწვრთნელის, დეიან სტანოიევიჩის ხელმძღვანელობით მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

საბერძნეთში გამგზავრებამდე დინამოელებმა საკონტროლო მატჩი გამართეს „ენკა სტამბოლთან“ და 16:11 გაიმარჯვეს.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების შემადგენლობას:

A ჯგუფი. „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი), „ზოდიაკ-ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ოლიმპიაკოსი“ (ათენი, საბერძნეთი), „დინამო“ (თბილისი, საქართველო), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ბრეშა“ (იტალია), „იადრანი“ (სპლიტი, ხორვატია).

B ჯგუფი. პრო რეკო (იტალია), „იუგი“ (დუბროვნიკი, ხორვატია), „ვასპო-98“ (ჰანოვერი, გერმანია), „მარსელი“ (საფრანგეთი), „შპანდაუ-04“ (ბერლინი, გერმანია), „სტიაუა“ (ბუქარესტი, რუმინეთი), „OSC-ბუდაპეშტი“ (უნგრეთი), „ცრვენა ზვეზდა“ (ბელგრადი, სერბეთი).

ჯგუფებიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.

A ჯგუფში ოქტომბერ-ნოემბრის შეხვედრათა განრიგი:

26 ოქტომბერი.ზოდიაკ-ბარსელონეტა“ (ესპანეთი) – „იადრანი“ (სპლიტი, ხორვატია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი) – „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ბრეშა“ (იტალია) – „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „დინამო თბილისი“ (საქართველო).

9 ნოემბერი. „ბრეშა“ – „ბარსელონეტა“, „ნოვი ბელგრადი“ – „ოლიმპიაკოსი“, „იადრანი“ – „დინამო“, „რადნიჩკი“ – „ტელეკომი“.

19 ნოემბერი. „ტელეკომი“ – „ოლიმპიაკოსი“, ,„დინამო“ – „ბარსელონეტა“, „რადნიჩკი“ – „ბრეშა“, „იადრანი„ – „ნოვი ბელგრადი“.

30 ნოემბერი. „ოლიმპიაკოსი“ – „ბარსელონეტა“, „დინამო“ – „ბრეშა“, „ტელეკომი“ – „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“ – „რადნიჩკი“.