ყოფილი ავსტრალიელი მოცურავე და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სკოტ მილერი სიდნეის პოლიციამ დააკავა. ყოფილ სპორტსმენს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ნარკოკარტელის მეთაურია, რომელიც მეტამფეტამინს ავრცელებს ახალი სამხრეთ უელსის შტატში.
პოლიციის მონაცემებით, 45 წლის მილერი ეჭვმიტანილია 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის გავრცელებაში. როგორც ირკვევა, ნარკოტიკულ ნივთიერებას სანთლებში მალავდნენ.
მილერის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, პოლიციელებმა ერთი კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს, აგრეთვე, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები მცირე რაოდენობით.
მილერი 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი იყო 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში, აგრეთვე ბრინჯაოს მედალი მიიღო 4×100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში.