ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში კაცების მოკლე პროგრამა იაპონელმა მოიგო
ოლიმპიადის მეორე დღეს დაიწყო ასპარეზობა ფიგურულ ციგურაობაში. გუნდურ პირველობაში გაიმართა მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამა, რომელიც იაპონელმა სომა უნომ მოიგო. მან 103.25 ქულა დააგროვა.
მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამის სრული შედეგები ასეთია:
1. სომა უნო (იაპონია) – 103,25
2. ალექსეი ბიჩენკო (ისრაელი) – 88,49
3. პატრიკ ჩანი (კანადა) – 81,66
4. ნათან ჩენი (აშშ) – 80,61
5. მატეო რიცო (იტალია) – 77,77
6. ჩა ჩუნ ხმანი (კორეა) – 77,70
7. იან ჰანი (ჩინეთი) – 77,10
8. მიხაილ კოლიადა (ოარ) – 74,36
9. პაულ ფენცი (გერმანია) – 66,32
10. შაფიკ ბესეგიე (საფრანგეთი) – 61,06
მდგომარეობა პირველი სახეობის შემდეგ: 1. იაპონია – 10 ქულა. 2. ისრაელი – 9. 3. კანადა – 8. 4. აშშ – 7. 5. იტალია – 6. 6. კორეა – 5. 7. ჩინეთი – 4. 8. რუსეთი – 3. 9. გერმანია – 2. 10. საფრანგეთი – 1.
ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირში 10 ნაკრები გამოდის. გამარჯვებული გუნდი ვლინდება ოთხივე დისციპლინის (კაცები, სპორტული წყვილები, ცეკვები, ქალები) მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჩატარების შემდეგ. გამარჯვებული 12 თებერვალს გაირკვევა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი(მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)