ოლეგ ნიკოლენკო – ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა საუბრობს სხვა ქვეყნის ფინანსურ საკითხებზე მაშინ, როცა თავად იღებს დიდ თანხას ევროკავშირისგან ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად

16:40, 14.04.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცინიკური და ანტიუკრაინული უწოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ უკრაინა „ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა“.

„ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა საუბრობს სხვა ქვეყნის ფინანსურ საკითხებზე, მაშინ როცა თავად უნგრეთი იღებს დიდ თანხას ევროკავშირისგან მისი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

როგორც ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციაა.

 

მსგავსი