ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ „კატეგორიულად უარყოფს“ ჯეი დი ვენსის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ „კატეგორიულად უარყოფს“ ჯეი დი ვენსის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის განცხადებებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ეთანხმება.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კატეგორიულად უარყოფს ვენსის მოსაზრებებს.

„„ნაციონალ-სოციალიზმის“ გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანიაში დემოკრატიულ პარტიებს აქვთ საერთო კონსენსუსი: ეს არის დამცავი ბარიერი ულტრამემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსმა სხვა პარტიებსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ბარიერების ადგილი არ არის“. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს.

„მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტური პარტიების დეპუტატები, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ საუბარში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ყველაფერს, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ პოლიტიკოსები როდესაც წარმოადგენენ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს, ეს ავალდებულებთ, რომ, სულ მცირე, მონაწილეობა მიიღონ დიალოგში“ – განაცხადა ვენსმა.