ჯეი დი ვენსი - კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს, პოლიტიკოსები როცა წარმოადგენენ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს, ეს, სულ მცირე, დიალოგს ავალდებულებთ
ჯეი დი ვენსი - კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს, პოლიტიკოსები როცა წარმოადგენენ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს, ეს, სულ მცირე, დიალოგს ავალდებულებთ

მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტური პარტიების დეპუტატები, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ საუბარში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ყველაფერს, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ პოლიტიკოსები როდესაც წარმოადგენენ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს, ეს ავალდებულებთ, რომ, სულ მცირე, მონაწილეობა მიიღონ დიალოგში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა.

„სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ძველი ფესვგადგმული იდეები იმალება საშინელი საბჭოთა დროინდელი სიტყვების მიღმა, როგორიცაა დეზინფორმაცია, ვისაც უბრალოდ არ მოსწონს იდეა, რომ ალტერნატიული ხედვის ადამიანმა გამოხატოს განსხვავებული აზრი, ან ხმა მისცეს განსხვავებულად, ან უარესი, გაიმარჯვოს არჩევნებში. ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია და მჯერა, რომ არ არის უსაფრთხოება, თუ თქვენი ხალხის ხმების, მოსაზრებების გეშინიათ. ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა და გამოწვევა, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშეა, ჩვენივე შექმნილია. თქვენ თუ გეშინიათ თქვენი ამომრჩევლების ხმების, ამერიკა თქვენთვის ვერაფერს გააკეთებს. ვერ მიიღებთ დემოკრატიულ მანდატებს თქვენი ოპონენტების ცენზურით ან მათი დაპატიმრებით. ყველაზე საჩქარო საკითხი მასობრივი მიგრაციაა. ამ ქვეყანაში ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა, რაც ყველა დროის მაღალი მაჩვენებელია და იგივე მდგომარეობაა აშშ-შიც. ევროკავშირში არაწევრი ქვეყნებიდან შესული მიგრანტების რიცხვი 2021 და 2022 წლებში გაორმაგდა. ეს სიტუაცია ვაკუუმში არ განხორციელებულა. ეს არის შეგნებული გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც მიიღეს პოლიტიკოსებმა მთელ კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში. არცერთი ამომრჩეველი არ მისულა ამ კონტინენტზე საარჩევნო ყუთთან, რომ გაეხსნა კარი მილიონობით იმიგრანტისთვის. იცით, რას მისცეს ხმა? ინგლისში ხმა მისცეს „ბრექსითს“, ეთანხმებით თუ არა ამას. ევროპაში უფრო და უფრო მეტი ხმას აძლევენ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც პირობა დადეს, რომ დაასრულებენ უკონტროლო მიგრაციას“, – განაცხადა ვენსმა.