ოლაფ შოლცი - მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან მიმართებით
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა არ აწვდის უკრაინას საკმარის იარაღს და მოუწოდებს მათ, რომ გაზარდონ ძალისხმევა. ამის შესახებ შოლცმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ლუკ ფრიედენთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.
„რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს დაგეგმილი, არ არის საკმარისი.