ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო პრეზიდენტისა და ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუხაევის გადაწყვეტილება უკავშირდება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქციას, რომელზეც დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

ამასთან, ცოტა ხნით ადრე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. სწორედ იგორ ნანიევის სახელს უკავშირდება გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმე, ის ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.

ინალ ჯაბიევი დღეს უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ცხინვალის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

დატოვე კომენტარი