ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას დღეისთვის ელოდებიან
ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას დღეისთვის ელოდებიან

ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას დღეისთვის ელოდებიან. როგორც  ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოცემა.

ყოველწუთიერი მოლოდინი გვაქვს, რომ გადმოგვცენ მიცვალებული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობით, მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მოხდეს გადმოცემა. შესაძლოა, სპეციალურად აჭიანურებდნენ ცხედრის გადმოცემას. ჩვენ ველოდებით ყოველ წუთს“, – – განაცხადა თინიკაშვილმა.

მას არ აქვს ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა ოკუპირებულ ცხინვალში ცხედრის ექსპერტიზა.

ამასთან, სახელმწიფო უსართხოების სამსახურის მოთხოვნით, ერგნეთში 15:00 საათზე ჩაინიშნა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხებს განიხილავენ.