ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან სამეგრელოს რეგიონში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს

19:52, 12.09.2020

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან სამეგრელოს რეგიონში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს.

მათგან ერთი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, დანარჩენი 13 კი საჩხერის საავადმყოფოში იმკურნალებს.

ინფიცირებულები ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.

ჯამში, სოფელ საბერიოდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 42 კოვიდინფიცირებული პაციენტია გადმოყვანილი.

მსგავსი