ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გარდა, წყალმომარაგებაც შეიზღუდება
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გარდა, წყალმომარაგებაც შეიზღუდება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან წყალმომარაგებაც შეიზღუდება. წყალსაქაჩი სადგურების მუშაობა შეუძლებელია ელექტროენერგიის გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივი კომპანიის ცნობით, დღის განმავლობაში სამი საათით მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

აფხაზეთში დღეიდან დენის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.