ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია 20 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

„ელექტროენერგიის შეზღუდვა იმოქმედებს დეფიციტის შევსებამდე რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების გზით“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

კომპანიის ცნობით, „ენგურჰესში“ წყლის დონე ყოველდღე იკლებს. „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ საპროგნოზო გამომუშავება მარტი-აპრილის წყალუხვ სეზონამდე 310 მილიონი კვტ.სთ იქნება, აფხაზეთის სავარაუდო მოხმარება კი, 366 მილიონი კვტ.სთ.

აფხაზეთში მოსალოდნელი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია დღეს პირველმა არხმა „ენგურჰესის“ დირექტორზე ლევან მებონიაზე დაყრდნობით გაავრცელა.