ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც ზარანდიას ოჯახის წევრებმა პირველ არხს განუცხადეს, გიორგი ერთი კვირა თბილისში იმყოფებოდა და რა მიზნით ცდილობდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას, მათთვის უცნობია.

გიორგი ზარადნიას დედის თქმით, შვილს ტელეფონით ბოლოს პირველ მარტს ესაუბრა.

ზარანდიები სოხუმიდან არიან.

1984 წელს დაბადებული გიორგი ზარანდია ოკუპირებულ აფხაზეთში 13 მარტს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარადნიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.