ნინო გიორგობიანი - სუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობს
ნინო გიორგობიანი - სუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარადნიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

„ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა გიორგი ზარანდიას უკანონო დაკავების ფაქტი. აღნიშნულის დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.

აღნიშნული ფაქტი გაზიარებულია და მიწოდებულია ევროკავშირისთვის. სუს-ი მუშაობს დაკავებულის გათავისუფლების საკითხზე“, – განუცხადა პირველ არხს ნინო გიორგობიანმა.

13 მარტს ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს. ზარანდიას მიმართ ე.წ. პროკურატურაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.