ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს ე.წ. სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა

16:44, 21.03.2019

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სოხუმის ე.წ. სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. უშიშროების სამსახურმა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ორი მკვიდრი გასული წლის დეკემბერში დააკავა. იანვარში მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს ორ მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა ბრალად.

მსგავსი