ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

16:58, 30.01.2019

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უშიშროების სამსახურმა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონში წალენჯიხის ორი მკვიდრი,  მ. კ და გ.გ ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავეს. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად.

 

მსგავსი