ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს,- ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს“, – განაცხადა კვარჩიამ.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბა კი განმარტავს, „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობით ნებადართული არაა, საზოგადოებაშიც ასეთი განწყობა არ არის. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის მაღალი საფასური გადავიხადეთ. ეს არის შედეგი ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანძგრძლივი ბრძოლის, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში – პოლიტიკურსა და საზოგადოებრივში არ განიხილება. არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა აფხაზეთში, რომელიც ასეთი შესაძლებლობიდან, დამოუკიდებლობაზე უარით მომდინარეობს. ასეთი პოლიტიკური ძალა არ არის“, – აცხადებს შამბა.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივამა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“.