ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის ნიკოლას მადუროს შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის ნიკოლას მადუროს შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

რუსეთი აშშ-ის ნიკოლას მადუროს შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

სიენენთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კომენტარი ნიკოლას მადუროს მიერ ქვეყნის დატოვების მცდელობისა და მასში რუსეთის ჩარევის შესახებ, მცდარია.

„ვაშინგტონმა სცადა ვენესეუელას არმიის დემორალიზება, ახლა კი, ინფორმაციულ ომში ყალბ ამბავს იყენებს“, – განაცხადა „სიენენთან“ ინტერვიუში მარია ზახაროვამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო 30 აპრილს ვენესუელას დატოვებას და კუბის დედაქალაქ ჰავანაში ჩასვლას აპირებდა, თუმცა რუსეთმა შეაჩერა.