მაიკ პომპეო - ნიკოლას მადურო დღეს ვენესუელას დატოვებას აპირებდა და რუსეთმა შეაჩერა
მაიკ პომპეო - ნიკოლას მადურო დღეს ვენესუელას დატოვებას აპირებდა და რუსეთმა შეაჩერა

ნიკოლას მადუროს დღეს ვენესუელას დატოვებას აპირებდა და რუსეთმა შეაჩერა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომსიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნიკოლას მადურო კუბის დედაქალაქ ჰავანაში ჩასვლას აპირებდა.

„მას თვითმფრინავი მზად ჰქონდა და როგორც მივხვდით, დილით ქვეყნის დატოვებას აპირებდა, თუმცა რუსებმა მიუთითეს, რომ დარჩენილიყო“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა და აქვე აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, ნიკოლას მადურო საკუთარი თვალით არავის უნახავს.

ინტერვიუს დროს მაიკ პომპეომ აშშ-ის მხრიდან ხუან გუაიდოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას კრიზისის მოგვარებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავს. აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ამ ვარიანტებს შორის არის სამხედრო ჩართულობაც, თუმცა სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით მოგვარდება.