ოფიციალურად – ვინისიუსმა „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

22:01, 06.08.2026

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ ვინისიუსთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.

26 წლის ბრაზილიელის ახალი ხელშეკრულება „სამეფო კლუბთან“ 2032 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმად, ვინისიუსის წლიური ხელფასი 24 მილიონი ევრო იქნება.

ვინისიუსი „რეალში“ 2018 წელს, 18 წლის ასაკში გადავიდა. სულ მან მადრიდულ კლუბში 375 მატჩი ჩაატარა, 128 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიპოვა.

მსგავსი