„ბაიერნმა“ „ლაიპციგიდან“ 22 წლის ცენტრალური მცველი, დაიო უპამეკანო გაიფორმა. ფრანგი ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბთან 5-წლიან კონტაქტს მოაწერს ხელს, – ამის შესახებ „რეკორდმაისტერმა“ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
„დაიო უპამეკანო 2021 წლის 1 ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნში“ ითამაშებს. მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც 2026 წელს იწურება“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩიც გამოეხმაურა: „მოხარულები ვართ, რომ უპამეკანოსთვის ბრძოლა მოვიგეთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ დაიო ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მცველის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი გამოხატავდა, რომელთა შორის იყვნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“.