ოფიციალურად - ტუხელი სეზონის შემდეგ „ბაიერნს“ დატოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ტუხელი სეზონის შემდეგ „ბაიერნს“ დატოვებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი თანამდებობას 2023-24 წლების სეზონის შემდეგ დატოვებს.

ეს არის კლუბისა და მწვრთნელის ერთობლივი გადაწყვეტილება, – აღნიშნულია „ბაიერნის“ პრესრელიზში.

ბუნდესლიგის 22 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ ცხრილში მეორე ადგილზეა ლიდერ „ლევერკუზენთან“ 8-ქულიანი ჩამორჩენით. გარდა ამისა, გერმანიის ჩემპიონმა „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი (0:1) წააგო და ასევე გერმანიის თასის გათამაშებას გამოეთიშა.