ოფიციალურად – „ტოტენჰემმა“ სავინიოს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

17:32, 25.08.2026

ბრაზილიელი გარემარბი სავინიო კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს, – კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლონდონურ კლუბს სავინიოს ტრანსფერი 75 მილიონი ფუნტი დაუჯდა. შეთანხმების მიხედვით, სამომავლოდ „სიტის“ დამატებით 10 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლება.

„ყოველთვის, როცა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მოვდიოდი, ჩემს წარმომადგენლებთან ამ კლუბის შესახებ ვსაუბრობდი. როდესაც მითხრეს, რომ კლუბი ჩემით იყო დაინტერესებული, ძალიან გამიხარდა“, – განაცხადა სავინიომ.

22 წლის სავინიო კარიერას „ატლეტიკო მინეიროში“ იწყებდა. ევროპაში მისი პირველი გუნდი ფრანგული „ტრუა“ იყო, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მფლობელების საკუთრებაშია.

ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 84 მატჩში სავინიომ შვიდი გოლი გაიტანა.

მსგავსი