ლონდონის „ტოტენჰემმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დათხოვნის შესახებ. პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად, განთავისუფლებულნი არიან მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც.
ეშპირიტუს პოსტზე მთავარ კანიდატად იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე მიიჩნევა. ცნობილია მის მიერ „ტოტენჰემისთვის“ წაყენებული პირობები – სამწლიანი კონტრაქტი, ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონი ევრო და იანვარში სამი-ოთხი ტოპ-ტრანსფერი.
პრემიერლიგის 10 ტურის შემდეგ, „ტოტენჰემი“ 15 ქულით მერვე ადგილზეა ცხრილში.