ოფიციალურად – თომას ტუხელი „ჩელსის“ მწვრთნელი გახდა

22:39, 26.01.2021
epa08908791 (FILE) - Thomas Tuchel, head coach of Paris Saint-Germain, reacts during the soccer Ligue 1 match between Nimes Olympique and Paris Saint Germain in Nimes, France, 16 October 2020 (reissued 29 December 2020). According to media reports, Paris Saint-Germain confirms the separation from coach Tuchel.  EPA-EFE/Guillaume Horcajuelo

გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

ტუხელთან წლინახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ პოსტზე გერმანელმა ფრენკ ლემპარდი შეცვალა, რომელიც პოსტიდან 25 იანვარს დაითხოვეს. ლემპარდი „ჩელსის“ 2019 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა.

მიმდინარე სეზონში „ჩელსი“ პრემიერლიგაში მეცხრე ადგილზეა 29 ქულით. ჩემპიონატის ბოლო რვა მატჩში ლონდონურმა კლუბმა ხუთჯერ წააგო.

ტუხელი 47 წლისაა. მისი ხელმძღვანელობით „პარი სენ-ჟერმენი“ ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და პირველად ისტორიაში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც 0:1 წააგო „ბაიერნთან“. ასევე ტუხელი მუშაობდა „დორტმუნდსა“ და „მაინცში“.

მსგავსი