ოფიციალურად - რუსეთი და ბელარუსი ევროპულ თამაშებზე არ დაუშვეს #1TVSPORT
ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) დაადასტურეს, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ იქნებიან დაშვებულნი 2023 წლის ევროპულ თამაშებზე.
ეს ტურნირი 21 ივნისიდან 2 ივლისამდე პოლონეთში გაიმართება და ის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის კვალიფიკაციად განიხილება.
„რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არანაირი სტატუსით არ მიიღებენ მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. მის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება და ჩვენი პოზიცია აღარ შეიცვლება“, – წერია EOC-ის განცხადებაში.