ოფიციალურად - რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ის პირველ ვარჯიშს 11 ნოემბერს ჩაატარებს, ხოლო გუნდს პირველად მოედანზე 26 ნოემბერს, „იფსვიჩ თაუნის“ წინააღმდეგ გაიყვანს.
ამორიმი ლისაბონის „სპორტინგში“ მუშაობდა და მისი ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 11 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
39 წლის სპეციალისტთან ერთად „სპორტინგმა“ პორტუგალიის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო.