ოფიციალურად - რიბერი „ფიორენტინაში“ გადავიდა
ოფიციალურად - რიბერი „ფიორენტინაში“ გადავიდა

„ფიორენტინას“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ფლორენციულ კლუბში გააგრძელებს კარიერას. 36 წლის ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა იტალიურ გუნდთან.

რიბერის პრეზენტაცია და პირველი პრესკონფერენცია ხუთშაბათს „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე გაიმართება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის წლიური ხელფასი დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება.