„მარსელმა“ ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმების შესახებ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთან.
საფრანგეთის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი „მარსელში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის. პრესის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
რაბიოს ბოლო კლუბი იყო „იუვენტუსი“, რომელიც მან ამ ზაფხულს, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.